Общее·количество·просмотров·страницы

четверг, 23 июня 2011 г.

შერიგებისა

არვიცი ვინაა ავტორი, არც ის ვიცი რა ჰქვია ლექსს, სახელიც პირობითად დავარქვი, ვიღაც ქართველმა პატრიოტმა მომწერა იუტუბეში და ძალიან მომეწონა, ამიტომ თქვენც გიზიარებთ..
მაპატიოს ლექსის ავტორმა თუ დაუკითხავად დავდე და მისი საავტორო უფლებები დავარღვიე, თუ მომწერს და მომთხოვს ლექსის წაშლას, აუცილებლად შევასრულებ მის სურვილს, ხოლო თუ არ იქნება წინააღმდეგი, მადლობელი დავრჩები თუ მის ვინაობას და ლექსის სათაურსაც გამიმხელს.

ჰეი! გრძნობებო გამუსრე მტერი!
გასძახის შხარას ბებერი კალთა.
ცა ჩამოქცა სევდა დაგვატყდა
--სასჯელად სისხლი კაცთა და ქალთა...

ჰეი! შესძახეთ ვისაც სული გაქვთ!
--გეყოთ!.. იფხიზლეთ!.. --უფალი ტირის.
ძმები დავმარხეთ უკვე იმდენი,
მათ საფლავებზე ჯინჭარი ყივის.

კავკასიელნო, გაერთიანდით!..
ჩვენი სისხლია ნარგავებს რომ რწყავს,
ჩვენი სისხლია ზღვებს რომ აწითლებს,
ერთმანეთს ვხოცავთ -- დამმარხი არ გვყავს.

ძმაო აფხაზო!.. ჩამხედე თვალში!..
ძმაი ვარ შენი, საით მიდიხარ?..
მოდით ოსებო მეცეკვეთ სიმდი...
ქალავ!.. არ დაფრთხე, ცოლად მინდიხარ.

მეწვიეთ სტუმრად... თუმცა, საიდან?!
მიწა ერთი გვაქვს, შინ ვართ სულ ყველა...
ერთ სახლში ვცხოვრობთ, ერთმანეთს ვერჩით,
ღმერთი არ გაწყრეს!.. შევრიგდეთ ყველა!

მტერი?.. ერთი გვყავს -- ჩვენ რომ გვაშორებს!
სხვის განსასჯელი ოჯახი სად ვართ?!
აწ თუ შევრიგდით -- ერთად დავდექით...
სამოთხის კარშიც სიმღერით გავალთ!!!

-------------------------------------------

Комментариев нет:

Отправить комментарий